გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა Oxford-AstraZeneca–ს ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. ამის შესახებ მისი პრეს სპიკერი, სტეფან ზეიბერტი ტვიტერზე წერს.
“ბედნიერი ვარ, რომ დღეს მივიღე Oxford-AstraZeneca–ს ვაქცცინის პირველი დოზა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია ვაქცინაციის კამპანიაში და ყველას, ვინც აიცრა. ვაქცინაცია პანდემიის დასრულების საშუალებაა “–ციტირებს მერკელს ზეიბერტი.
Oxford-AstraZeneca–ს ვაქცინა გერმანიაში სადაო გახდა. ბევრმა ადამიანმა თავდაპირველად უარი თქვა მის გაკეთებაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო.
მარტში გერმანიამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ეს ვაქცინა მხოლოდ 60 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს გაუკეთდებათ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პირველი დოზის შემდეგ 31 ადამიანს, ძირითადად ახალგაზრდა ქალებს სისხლის იშვიათი თრომბოზები გამოუვლინდა.