ანდრეი ერმაკი რუსეთის დასამარცხებლად 5 ნაბიჯს ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა რუსეთის დასამარცხებლად ხუთი ნაბიჯი დაასახელა.ამის შესახებ ერმაკმა „ტელეგრამის“ გვერდზე დაწერა.მისი თქმით, საუბარი ეხება რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებას, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვას, ნავთობზე ფასების შეზღუდვას, გაზის ემბარგოსა და იარაღს.

“​ეს ნაბიჯები დაგვეხმარება რუსეთის დამარცხებაში, რომ განადგურდეს მისი ეკონომიკა, არმია და ასევე წაერთვას დასავლური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლისა და შანტაჟის სურვილი”, – წერს ერმაკი.