ანზორ ბიწაძის თქმით, საბურთალოს საოლქოსთან მისი პარტიის წევრიც დააკავეს

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ანზორ ბიწაძის ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე, მათი პარტიის წევრი, სიის მე–4 ნომერი ოთარ თავართქილაძე დააკავეს, ხოლო ცესკოში მათი ოფიციალური წარმომადგენელი, საოლქო კომისიის სხდომიდან გამოაძევეს.

მისივე თქმით, დაკავების პარალელურად თავართქილაძეს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.

ამავე აქციაზე დააკავეს პარტია მოქალაქეების ერთ–ერთი წევრიც.