ექიმის ანზორ მელიას ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ მოშიმშილე რამდენიმე პირი მის კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს.
„მოშიმშილეები მოწყვეტილები არიან ოჯახებს და შვილებს. ვაჟკაცურად იტანენ ყველაფერს, ამიტომ ვალდებული ვარ, მეც მათ გვერდით ვიდგე, ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდე. ჩემთანაც იყო გადმოყვანილი რამდენიმე გულის შეტევით. როგორც კი ინფარქტი გამოვრიცხეთ, 2 გამოვწერეთ. როგორც კი ინფარქტის მარკერი ჩავუტარეთ და უარყოფითი იყო, ისევ აქ გამოიქცნენ“, – აღნიშნავს ანზორ მელია.