თურქეთში, ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებებს ესწრება თურქეთის საგარეო მინისტრიც.
ჯერჯერობით უცნობია, რაზე ისაუბრებენ მხარეები და შეძლებენ თუ არა კომპრომისამდე მისვლა. ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შეხვედრაა უკრაინისა და რუსეთის პირველ დიპლომატებს შორის.
Rusya-Ukrayna-Türkiye üçlü dışişleri bakanları toplantısından ilk fotoğraf https://t.co/gLqazrKtHI
— AA Canlı (@AACanli) March 10, 2022