ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონების შესწავლას გეგმავს

ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.

”განსაკუთრებული კორუფციული რისკისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის დასაბუთებული განცხადებით მომართვის საფუძველზე, ბიუროს უფროსის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქვემოთ მითითებული თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შესახებ”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  1. თეონა აქუბარდია – საქართველოს პარლამენტის წევრი
  2. სალომე სამადაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
  3. გელა მიქაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
  4. ალექსანდრე მოწერელია – საქართველოს პარლამენტის წევრი
  5. ტარიელ ნაკაიძე –  საქართველოს პარლამენტის წევრი
  6. ანა ნაცვლიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
  7. ჰერმან საბო – საქართველოს პარლამენტის წევრი
  8. ხათუნა სამნიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
  9. გუბაზ სანიკიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
  10. დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
  11. ბაჩუკი ქარდავა – საქართველოს პარლამენტის წევრი
  12. ანა წითლიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
  13. არმაზ ახვლედიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი
  14. გიორგი ბოტკოველი – საქართველოს პარლამენტის წევრი
  15. ანა ბუჩუკური – საქართველოს პარლამენტის წევრი
  16. გიორგი გოდაბრელიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
  17. პაატა მანჯგალაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
  18. გიორგი ვაშაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
  19. ქეთევან თურაზაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
  20. აბდულა ისმაილოვი – საქართველოს პარლამენტის წევრი
  21. მანუჩარ კვირკელია – საქართველოს პარლამენტის წევრი
  22. დავით კირკიტაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
  23. თამარ კორძაია – საქართველოს პარლამენტის წევრი
  24. იაეიმურაზ ჯანაშია – საქართველოს პარლამენტის წევრი
  25. ირაკლი ნადირაძე – ქ. თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარე
  26. სოფიო ჯაფარიძე – ქ. თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
  27. სალომე კობალაძე – ქ. თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
  28. საბა ბუაძე – ქ. თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარე
  29. ცოტნე კობერიძე – ქ. თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე