ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა- გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს.