ანუკი არეშიძე, კახეთში სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა (ფოტო/ვიდეო)

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე კახეთში სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა. იგი ოჯახში თავად ჩავიდა და პატარებს თოვლის ბაბუაც ჩაუყვანა. ფოტოებსა და ვიდეოს ანუკი “ინსტაგრამის” სთორიში ავრცელებს.

 

 

 

ცნობისთვის, დედაქალაქის მერიამ 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ამ ადამიანებს სახლები აქვთ, უბრალოდ მიწის მითვისება უნდა და აშენებენ აგარაკებსაფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი სახლს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არსად აქვთ, აქამდე კი ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ. ოჯახები, რომელსაც უკვე აშენებული აქვთ სახლები, ამბობენ, რომ 20 დეკემბერს მერია დემონტაჟის განახლებას გეგმავს, ამიტომ გარეთ დარჩენის ეშინიათ.