“ანწუხელიძის მკვლელი მოკლეს, თქვენი ბელადი, ბოდიშის მოხდას გავალებდათ… მოასწარით ბოდიშის მოხდა? ” – რეზო კიკნაძე დარბაზიდან გააძევეს

‘ ანწუხელიძის მკვლელი სეპარატისტი მოკლეს. ის სეპარატისტი ოსი, რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალებდათ და უნდა იცოდეთ რომ ყველა მოღალატის ბოლო არის ეს და მშვიდად ნუ დაიძინებთ ხოლმე ღამე.  საინტერესოა, მოასწარით თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის.” –  ამ სიტყვებით მიმართა, რეჟიმის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ საქმის  მოსამართლეს ირაკლი შვანგირაძეს რის შემდეგაც, კიკნაძე სასამარტლო დარბაზიდან გააძევეს.

რეზო კიკნაძემ სასამართლო დარბაზში რამდენჯერმე გააპროტესტა ის ფაქტი, რომ პატიმრების ოჯახების წევრებს პროცესებზე დასწრების უფლება არ ეძლევათ და მოსამარტლე შვანგირაძეს მიმართა, რომ “ცირკში მონაწილეობის” სურვილი არ ჰქონდა, რასაც მოსამართლის გაღიზიანება მოჰყვა. შვანგირძემ  კიკნაძეს “შეურაცხყოფისგან” თავის შეკავებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, პასუხად კი კიკნაძემ დარბაზში განაცხადა:

“თუ ჩემ მშობლებს და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებს არ დაასწრებთ სასამართლოზე, მე ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. მინდა, რომ დავტოვო მაშინ დარბაზი…

ერთ რაღაცას დავამატებდი, სამი დღის წინ , ანწუხელიძის მკვლელი სეპარატისტი მოკლეს. ის სეპარატისტი ოსი, რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალებდათ და უნდა იცოდეთ რომ ყველა მოღალატის ბოლო არის ეს და მშვიდად ნუ დაიძინებთ ხოლმე ღამე.  საინტერესოა, მოასწარით თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის. გთხოვთ ახლა დამატოვებინო დარბაზი, რადგან ამ ცირკში მონაწილეობის მიღება არ მინდა …

თავი რანაირად შევიკავო დედ-მამის ნახვის უფლებას არ მაძლევთ, ეგეთი შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო…მონა ხარ ბიჭო, მონა…” – განაცხადა კიკნაძემ.