პოლონური მედიასაშუალების, Radio Poland-ის ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ სალომე ზურაბიშვილს საუბრის დროს უთხრა, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს იმიჯს ულახავს.
“პატივს ვცემ საქართველოს სასამართლო სისტემას, მაგრამ, სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯს ლახავს, პოლონეთს ახსოვს სააკაშვილი, როგორც ლეხ კაჩინსკის მეგობარი, რომელმაც კაჩინსკის საქმის მშვიდობიანი გადაწყვეტა ითხოვა” – უთხრა საქართველოს პრეზიდენტს ანდჟეი დუდამ, პოლონური მედიის ცნობით.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს 8 ნოემბერს ტელეფონით ესაუბრა. მათი განცხადებით, პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველო – პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროპული კურსი და პოლონეთის მხარდაჭერის საკითხები.