ლვოვში მყოფი ანჯელინა ჯოლისთვის დღე არცთუ მშვიდად დასრულდა.
უკრაინაში ცნობილი მსახიობი ჰუმანიტარული მისიით, ასევე დევნილებისთვის პირადად მხარდაჭერის გამოსახატად ჩავიდა. დღის განმავლობაში გავრცელდა კადრები, როგორ სტუმრობდა ის ლვოვის ერთ–ერთ კაფეს, რის შემდეგაც მსახიობი ვაგზალზე წავიდა და იქ პოკროვსკიდან ევაკუირებულ დევნილებს შეხვდა. შემდეგ კი ექიმებს და მოხალისეებს.
საღამოს ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ გახდა იძულებული მსახიობი თავშესაფარში დამალულიყო, როცა საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო. ანჟელინა და მისი ასისტენტების გუნდი სირბილით წავიდა თავშესაფრისკენ. ვიდეოზე გამვლელებიც ჩანან, რომლებიც სირბილისას მსახიობის ფოტოს გადაღებას ან მის ფონზე სელფის გადაღებას ცდილობდნენ.