ანჯელინა ჯოლი ლოს ანჯელესში შოფინგზე (პაპარაცული ფოტოები)

ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ზამთრის არდადეგებს ლოს ანჯელესში ატარებს. გუშინ 45 წლის მსახიობი ეთიოპელი დიზაინერების მულტიბრენდულ ბუტიკში შოფინგისას პაპარაცებმა გადაიღეს.

მსახიობს სადა თეთრი კაბა და  Fendi –ს სანდლები ეცვა. ხელში კი Dior 30 Montaigne–ის ჩანთა ეჭირა სახელობითი მონოგრამით. ანჯელინას 2020 წლის მთავარი აქსესუარი – დამცავი ნიღაბიც არ დავიწყნია.