ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა.
ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან ერთად ჩავიდა. ეს ოჯახური მოგზაურობა ძალიან დატვირთული აღმოჩნდა.
მსახიობი მარტო ეწვია ბრუკლინის მუზეუმს და მუზეუმის სტუმრები მოულოდნელი გამოჩენით და უშუალო ქცევით გააოცა. შემდეგ კი საიდუმლოდ ესტუმრა ჯონი ლი მილერის სახლს, თუმცა მისი ეს ვიზიტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
მსახიობს კრემისფერი, კლასიკური სტილის ლაბადა ეცვა, ხელში კი ელიტური ღვინის ბოთლი ეჭირა. ყოფილ ქმართან, რომელიც ბრიტანელი მსახიობია ჯოლი მარტო მივიდა. მას თან პირადი მცველიც კი არ ახლდა. ყოფილი ქმრის ბინა მსახიობმა სამი საათის შემდეგ დატოვა.
ჯოლის ფანებმა უკვე დაიწყეს ვარაუდების გამოთქმა, რომ წყვილი შეიძლება შერიგდეს და ისინი ერთმანეთს ძალიან უხდებოდნენ.
ჯოლი და ჯონი ლი მილერი სამი წლის მანძილზე იყვნენ დაქორწინებული. მათ ქორწილს მთელი მსოფლიო განიხილავდა. 20 წლის ანჯელინამ შოკში ჩააგდო ყველა, როცა საკუთარი სისხლით დაწერა ქმრის სახელი თეთრი პერანგის ზურგზე, რომელიც საქორწილო კაბის ნაცვლად ჩაიცვა. წყვილი ერთმანეთს 1999 წელს მშვიდობიანად დაშორდა.
ყოფილ ქმართან ვიზიტის შემდეგ ანჯელინამ ბრუკლინში მარტომ გაისეირნო. მან რამდენიმე დამოუკიდებელი არტ გალერეა დაათვალიერა. ხელოვნებისადმი სიყვარული ყოველთვის აკავშირებდა ჯოლის და ბრედ პიტს. მსახიობი არქიტექტურითაც იყო გატაცებული და საკუთარი ოჯახური სახლების დიზაინსაც დამოუკიდებლად ქმნიდა.