პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე თვლის, რომ 5–6 ივლისის მოვლენები შიდასახელისუფლო ბრძოლას და არჩევნებს უკავშირდება. მოვლენების განვითარება კი აჩვენებს, რომ ან უწყებრივი შეუთანხმებლობაა და გომელაურს „გაუჩალიჩეს“ ღარიბაშვილთან ერთად, ან გომელაური იტყუება.
„გაჩალიჩება“ სახეზეა, რადგან „ოცნების“ ახალმა „ნათელმა“ სახემ, კუჭავამ,
5-6 ივლისის მოვლენების მეორე დღესვე გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის პრემიერის განცხადებებთან. და ვინც კუჭავას იცნობს, ყველამ გადასარევად იცის, რომ მისი პირით კობახიძე საუბრობს…ტყუილიც სახეზეა!
არ იცოდნენ კი არა, 5-6 ივლისის მოვლენები “ოცნების”, უფრო კონკრეტულად სუს-ის დაგეგმილია.
მოძალადე, აგრესიულ ჯგუფებს კი ადგილზე სუს-ის თანამშრომლები პირადად უწევდნენ კოორდინაციას. ანუ, ეს იყო სერიოზულად ორგანიზებული სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტებთან ანგარიშის გასასწორებლად.
ხოლო თუ შს მინისტრი არ იტყუება, მაშინ საერთოდ უარესი! რადგან ასე აღიარებს, რომ თუ ქვეყანაში კიდევ იქნება მრავალლოკაციანი პროტესტი, სახელმწიფო აღარ იარსებებს, უბრალოდ ჩამოიშლება…
მოკლედ, ფინალში გამოდის, რომ იტყუება „ოცნების“ ყველა პირველი პირი!
სია იწერება და იმიტომ.
თანამდებობები და კვოტები პარტიაში კი ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თორემ ქვეყანა, ხალხი, საერთოდ ვის აინტერესებს… და რას შვება ამ დროს ოპოზიციის დიდი ნაწილი? ტბილად, კომფორტულად ჩახუტებულები „აპრავებენ“ ყველა იმ უკანონობას, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად სჩადის.“– ამბობს ჭიჭინაძე.