“ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას დავიწყებდით, რაც მოვახერხეთ და შედეგი უკვე სრულად დადგა. კანდიდატები უკვე დასახელებული გვყავს და მიდის წინასაარჩევნო კამპანია. როდესაც ჩვენ ამისათვის ვემზადებოდით, სამწუხაროდ, ოპოზიცია ზოგი ქუჩაში დარბოდა, ზოგიერთი საპარლამენტო სხდომათა დარბაზში მაგიდებზე და ტრიბუნას იკავებდა. შესაბამისად, შედეგი სახეზეა, ჩვენ გვყავს კანდიდატები. ისინი ან ვერ პოულობენ კანდიდატებს, ან საკუთარ ოჯახის წევრებს ასახელებენ”

აცხადებს ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი იმედთან საუბრისას. ცნობისთვის, გუშინ ენმ-მ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება.