ან იქნება სიკვდილი, ან მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება – სააკაშვილი

ან იქნება სიკვდილი, ან მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება – განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი გაიმართა.

”მინდა მივმართო ივანიშვილს, რომ მან კარგად იცის, ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება, რამდენჯერმე დავკარგე გონება, ეს ხდება შენი [ივანიშვილის] მითითებით, ვერსად ვერ გაუძვრები ოლიგარქო ხალხს, რადგან, ვერავის გადააბრალებ, ყველა შენზე გამოიშვერს ხელს. მინდა გითხრა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება, იმ პირობებში, როცა შენ მიაღწევ მიზანს და ეს ყველაფერი დასრულდება ლეტალურად ჩემთვის, იმას ვერ ეღირსები, რომ უბრალოდ აზროვნება არ შემეძლოს და მახსოვრობა არ მქონდეს, ეს ან იქნება სიკვდილი, ან მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება, თუ არ მექნება ამის საშუალება, ეს ყველაფერი დასრულდება ლეტალური შედეგით.”- განაცხადა მან.