“თუ ქუჩა არ გააქტიურდა და თუ მანდატიც დატოვე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია აღარ იარსებებს. არ დაიჭირეს და არც ახლა იჭერენ ამ ბოიკოტს, ამიტომ თუ არ გამოიყენე ის მანდატი არც დიპლომატებთან და ქუჩაშიც ვერ აღმოჩნდი სიმაღლეზე, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქართული საზოგადოება. ძალიან გამიხარდებოდა, იმდღეს მაგალითად თუ იქნებოდა 40-ზე მეტი მანდატი და პროტესტით, ბრახუნით ამ ლაზღანდარობას, ამ სრულიად მანიაკურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს [წულკიანს]…
ამიტომ ვამბობ, შემომაქვს წინადადება, რაღაც ვქნათ, ბატონებო, ან ქუჩა ვარყიოთ, ან პარლამენტი. ადამიანებმა უნდა დაინახონ რაღაც – პიპინ-პიპინით ბიძინა ივანიშვილი არ წავა. არ მომწონს ენმ-ს აქციები. მათი ამომრჩევლის ნაწილი აბსოლუტურად ჩემს აზრზეა”
თქვა პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა TV კავკასიის ეთერში.