ან ყველაფერს დავიბრუნებთ, ან დავმარცხდებით, 2014 წლის შეცდომებს არ გავიმეორებთ – პოდოლიაკი

”ომის დაწყების პირველ დღეებში მთელი ქვეყანა შოკირებული იყო. გაოცებული იყო დასავლეთიც. გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ პატრიოტი უკრაინელების გარდა ყველას ეგონა, რომ დავმარცხდებოდით. არავის ეგონა რომ ეფექტურ კონტრშეტევებს დავიწყებით. ფიქრობდნენ რომ უკრაინა, მოსკოვის კონტროლქვეშ არსებული ერთი დიდი კრიმინალური ანკლავი გახდებოდა. 24 თებერვალს, დილით რვის ნახევარზე, პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტში შევედი და დავინახე ადამიანი რომელმაც იცოდა რა უნდა გაეკეთებინა და როგორ მოქცეულიყო. ეს ადამიანი სრულიად დარწმუნებული და თავდაჯერებული იყო. მას ვითარების სიმძიმე კარგად ესმოდა, თუმცა გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. რუსები კიევის 3 დღეში აღებას გეგმავდნენ, ვერ შეძლეს და ვერასოდეს აიღებენ – პირიქით მოუწევთ დააბრუნონ ყველაფერი რაც წაიღეს და გაანადგურეს. ომმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და მოლაპარკებები შეუძლებელი გახადა. უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის. ან ყველაფერს დავიბრუნებთ, ან დავმარცხდებით. 2014 წლის შეცდომებს არ გავიმეორებთ. რუსეთის შემოჭრის პირველი წუთებიდან ვიცოდით რომ ამ აგრესიას გადავურჩებოდით და მედგრად დავდგებოდით. პრეზიდენტმა ომის პირველივე დღეებიდან სწორი გადაწყვტილებები მიიღო და საზოგადოება მის ირგვლივ გაერთიანდა.”

განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან.