ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს – დონალდ ტრამპი ირანზე – აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნას განიხილავს.
„ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ისეთი მკაცრი რამის გაკეთება მოგვიწევს, როგორიც გასულ ჯერზე გავაკეთეთ.[…] ჩვენ გვყავს არმადა, რომელიც იქ მიემართება და შესაძლოა, კიდევ ერთი წავიდეს.[…] ბოლო ჯერზე მათ არ სჯეროდათ, რომ ამას გავაკეთებდი“, – განაცხადა ტრამპმა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ივნისში განხორციელებული დარტყმის შესახებ მის გადაწყვეტილებაზე მინიშნებით.















