არაადეკვატური შეფასებაა, რომ “ვაი პატრიოტები“ ვართ – გოლეთიანი ღარიბაშვილს

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ბოლო პერიოდში ერთმანეთს არის აცდენილი.

მისივე თქმით, არაადეკვატური შეფასებაა, რომ 90-იან წლებში დაბრუნება უნდათ.

“პირველ შემთხვევაში მან თქვა, რომ ეს არის ინსპირირებული გარე ძალებიდან და აბსოლუტურად უხარვეზოა პროცესი, საკმაოდ მწვავე შეფასებები გააკეთა ჩვენს მიმართ, თითქოს ჩვენ ვართ მარგინალური, ბნელი ექსტრემისტული ძალა. დღევანდელი განცხადებით გავიგეთ, რომ ხელშეკრულება გადაუგზავნეს შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს.

ბატონი პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა, რომ შესასწავლია ხელშეკრულება და მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. ვაი პატრიოტიზმს უფრო ხელისუფლების კონტექსტში უნდა განვიხილავდეთ, ხეობას ხელისუფლება ყიდის და რესურსებს ასხვისებს. საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“ და გვინდა 90-იანებში დაბრუნება არაადეკვატური შეფასებაა, რაზეც ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია”, -თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა რიონის ხეობის მცველების გონირების მოხმობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი 90-იანი წლების გადმონაშთია.