“არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ვიზალიბერალიზაცია საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით გამოიყენონ. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ეს მექანიზმი აამოქმედონ. დაინახეს, რომ არჩევნების წინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა კონტრპროდუქტიულია, ამიტომ იქნებ ამ მეთოდსაც მიმართონ. ეს ერთ-ერთი ბოლო იარაღია, რაც ხელში უჭირავთ და განსასაზღვრი აქვთ, რომ ამ ბოლო იარაღის გამოყენებითაც თუ ვერ მოახდენენ ქვეყანაში რევოლუციას, შემდეგ საერთოდ კარგავენ ზემოქმედების ბერკეტს, ხალხისთვის ნათელი გახდება, რომ თურმე რაც ჩვენ გვეგონა, რომ კეთილშობილი, პატიოსანი, ღია პროცესია, სინამდვილეში პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმად არის გამოყენებულიო. ეს საფრთხე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მათაც უდგათ. ამიტომ ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად ასაწონ-დასაწონია, საბოლოო ჯამში, გაწირავენ თუ არა ევროკავშირის ინტერესებს მოკლევადიანი პოლიტიკური არაკეთილსინდისიერი მიზნების მისაღწევად”.
ამის შესახებ, განაცხადა “ქართული ოცნების” პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.