“არაა ის პიროვნება, რომელიც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა”- პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკის აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საქართველოს მიმართ პოზიტიური პოლიტიკური პოზიციის არ გამოირჩეოდა.
“ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა, როგორც მახსოვს საქართველოს მიმართ და იმის შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალები, ოკუპანტი ძალები შემოიჭრა საქართველოში, იგივე იყო უკრაინის მიმართ, იგივე იყო ყირიმის მიმართ. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება, რასაკვირველია, ითქვას, რომ ოპოზიციონერს ასერიგად არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, როგორც ეს სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში ნავალნი არ არის ის პიროვნება, რომელიც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა ოდესმე, პირიქით გაგვიგია”, – აგანაცხადა ვოლსკიმ.