ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი “ქართული ოცნების” დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გავრამიას ნომრის გასაჯაროებას არაეთიკურად მიიჩნევს.
“როდესაც გუშინ ეს ფაქტი ვნახე, ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზი იყო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და მგონია, რომ არაეთიკური იყო. ვიცი, რომ საკითხს შეისწავლის სახელმწიფო ინსპექტორი, ამიტომ ვნახავთ, რა იქნება მათი მოსაზრება ამ საკითხზე”,– განაცხადა ჰარცელმა.
ცნობისთვის, გუშინ თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას ნომერი გამოაცხადა, რის შემდეგაც მთავარი არხის დირექტორის მობილურზე ადამიანებმა დარეკვა დაიწყეს. გვარამია ამ ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებს.