არაერთხელ ვცადეთ, დაგვეთბო პირადი ურთიერთობები ჩვენს უკრაინელ ძმებთან – თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას პასუხობს.
“კონკრეტულად მეც მეხება?! ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენ უკრაინელ ძმებთან და ეს ნარატივი რაც ჩვენს მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი”, – ამბობს ბურჭულაძე.