“არის 9 მოთხოვნა, რომელიც არის ბევრად უფრო ლოკალური და კონკრეტული, ვიდრე იყო წინა 12 რეკომენდაცია. წინა 12 რეკომენდაცია იყო ბევრად უფრო მასშტაბური. სინამდვილეში, თუ დააკვირდებით თქვენ ამ ახალ 9 მოთხოვნას, მიხვდებით, რომ 12 პუნქტიდან 80% მოთხოვნების არის რეალურად შესრულებული. ნუ, შესაბამისად, უფრო მარტივია ამ 9 პუნქტზე მუშაობა, ვიდრე იყო თავის დროზე 12 საკითხზე მუშაობა. მხოლოდ 4 ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც მოქმედებს 3%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი. ასეთ პირობებში, ჩვენ არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი”,
აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.