“არავითარ NATO-ში ჩვენ არ უნდა შევიდეთ, ეს არის უტოპია”- ამის შესახებ, პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა. ინაშვილის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” მომხრეა რომ ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობა დალაგდეს რადგან ”საქართველო გლობალურ პრობლემებს დამოუკიდებლად გაუმკლავდება”.
”არავითარ NATO-ში ჩვენ არ უნდა შევიდეთ, ამას მკაფიოდ ვამბობ, ჯერ ერთი ეს არის უტოპია, არავინ NATO-ში ჩვენ არ მიგვიღებს და თავი დაანებონ ქართველო ხალხის მოტყუებას, რაც გრძელდება, აგერ უკვე 30 წელია და მეორე, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ინტერესების დაცვა. ჩვენ ამ წერილში ვლაპარაკობთ, სრულიად ახალი ტიპის უსაფრთხოების სისტემაზე. თქვენ რა გგონიათ? საქართველო გლობალურ პრობლემებს დამოუკიდებლად გაუმკლავდება? ჩვენ რეგიონულ პრობლემებსაც ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ ვლაპარაკობთ, რომ უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შეიქმნას, რაც დაფუძნებული იქნება ორმხრივ პატივისცემასა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებაზე. ”- განაცხადა ირმა ინაშვილმა TV პირველის ეთერში.