“საქართველოს ისტორიაში არნახული რაოდენობის ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მშვიდობიანი მოთხოვნით, თხოვნით თუნდაც, როცა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არ იწყებდა ხელისუფლება და როდესაც მიმართეს, რომ საქართველო არ ჩამორჩეს ევროინტეგრაციის პროცესს. ზოგიერთი ინფორმაციით, ქუჩაში იყო 150 000-დან 170 000-მდე ადამიანი, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. ეს ხალხი კი არ გამქრალა, რა თქმა უნდა, ქუჩაც იქნება, კარვებიც იქნება, ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქის ქუჩაში გამოსვლა იქნება, საპროტესტო აქციებიც იქნება, კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის ტალღა მოჰყვება, თუ ეს პროცესი ჩავარდა. რა მოთხოვნები იქნება, მთავრობის გადადგომა, რიგგარეშე არჩევნები, თუ სხვა და ა.შ. ამას გვაჩვენებს დრო“,
ასე ეხმაურება, რომან გოცირიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე განცხადებას.