არავინ არ დებს იმაზე მეტ ინვესტიციას ტერორიზმში, ვიდრე რუსეთი – ზელენსკი

მსოფლიოში არავინ არ დებს იმაზე მეტ ინვესტიციას ტერორიზმში, ვიდრე რუსეთი – აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ  ვიდეო მიმართვაში.

“შეგიძლიათ ნებისმიერი დღე გაატაროთ უკრაინაში – დღეს ან ნებისმიერ სხვა დღეს 24 თებერვლის შემდეგ, რათა დაინახოთ, რომ მსოფლიოში არავინ არ დებს იმაზე მეტ ინვესტიციას ტერორიზმში, ვიდრე რუსეთი. ამას ნამდვილად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება გლობალურ დონეზე. და არ არსებობს რაციონალური მიზეზი, რომ ასეთი რეაქცია არ არსებობდეს, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – ამბობს ზელენსკი.