“მინდა, რომ ყველას გთხოვოთ  რომ ყველაფერი ამ დღეებში გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძალებში არის, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული ევროპული ქვეყანა. მე მინდა მივესალმო ყველა ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს დემონსტაციის დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ვიცით რა გვინდა, როგორი ევროპა და საქართველო გვინდა და ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ აქ არავინ არ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, რამეთუ ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე.”

განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.