არავის აინტერესებს კობახიძე რას იტყვის ქვეყნისთვის საშიშ ხელისუფლებას მოვუგოთ ვადამდელ არჩევნებში – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“თავმჯდომარე გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ნაციონალურო მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, ოპოზიცია კი მელიას სურვილის წინააღმდეგ მიდის.
„ირაკლი კობახიძის ეს საქციელი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ტიპური საქციელია, ცინიკური, საზოგადოების შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, მათ შორის, იმ შეთანხმების სულისკვეთების მიმართ, რომელიც დაიდო და ახლაც მძიმე შეცდომად მივიჩნევთ „ევროპული საქართველო”.
სამწუხაროდ, ამ გაუაზრებელმა მოქმედებამ საშუალება მისცა ასეთ ცინიკურ ადამიანებს, ვინც ივანიშვილის გარემოცვაშია, რომ ასე ყველაფრის დისკრედიტაცია მოახდინონ, იმანიპულირონ ამ ყველაფრით“, – აღნიშნავს ბოკერია.