„ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნის გაცხადებული კონსტიტუციური მიზანი სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. ცხადია, ამ პროცესის თანმდევია ყველა ის ბენეფიტი, რაც როგორც უსაფრთხოების კუთხით, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით ახასიათებს ამ პროცესს – ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სისტემაში. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფა არის ის ღერძი „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა, რომელმაც შედეგად მოიტანა სტატუსის მიღება. ქართულ საზოგადოებას რომ ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის დაეჯერებინა, ვისთვისაც ქვეყნის თავზე ჭურვების სროლა იყო უკეთესი, დღეს სტატუსი კი არა მეგობრებო, სად იქნებოდა საქართველო და რა უბედურებაში, კარგად წარმოსადგენია.[…] ევროკავშირს ომი უნდა თქვენ ვინმესგან გაგიგიათ? არა! აქ საუბარი იყო იმაზე, რომ არის გარკვეული ძალა, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია იმიტომ, რომ ასე უნდა ერქვას და ვისი ინტერესებიც იყო მათ შორის საქართველოს მხრიდან უფრო გამომწვევი ნაბიჯების გადადგმა, კარგად გვახსოვს უკრაინელი ჩინოვნიკების განცხადებებიც, რომ მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იხოცებოდნენ, თურმე მოხალისეები სახელმწიფოს უნდა გაეგზავნა. ამ ხაზს რომ აჰყოლოდა ქვეყანა, კანდიდატის სტატუსს მიიღებდა თუ გაგანია ომის პირობებში გაჩანაგებული იქნებოდა?! არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა,“
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.