არავის არ მოვახდენინებთ თბილისის პარალიზებას – სუბარი

“არავის არ მოვახდენინებთ თბილისის პარალიზებას”- განაცხადა, მმართველი გუნდის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა.

“მათ უნდათ განცხადებებით შეუერთდნენ იმ ძალებს, რომლებიც აშკარად ატარებენ რუსულ ინტერესებს და მათთან მოაწყონ აქციები, ეს მათი ნებაა, ეს უკვე არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ქართული საზოგადოებაც კარგად დაინახავს. ის, რომ იმუქრებიან, რომ მოახდენენ თბილისის პარალიზებას, ეს არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და არც არავის არ მოვახდენინებთ თბილისის პარალიზებას”, — ამბობს სუბარი.