არავის გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის მრევლს, რა გააკეთოს არჩევნებზე – ჯაღმაიძე

არავის გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის მრევლს, რა გააკეთოს არჩევნებზე – განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ტელეკომპანია ერთსულოვნების ეთერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაჟონილ ფაილებზე საუბრისას.
 

“ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.