” როგორცვე დავინახავთ რისკების ზრდას, თქვენ ეს მაშინვე გეცოდინებათ. ახლა ქაოტური მოქმედებების არავითარი მიზეზი არ არსებობს, ვიზამთ ყველაფერს, რომ ეს ასე დარჩეს სამომავლოდაც. ჩვენ ერთგული ვართ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზის, ვივლით ამ გზაზე და მხოლოდ ამ გზაზე. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, ჩვენ არაფრის გვეშინია, ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს, ჩვენ არავის არაფერს დავუთმობთ და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ.”

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით,  რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება მოლაპარაკებების ფორმატს ანადგურებს.