“ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არის, მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია მიუხედავად იმისა, რომ მართლა მნიშვნელოვანია თითოეული მათი მომხრის, პარტიული აქტივისტის აზრი, რომელიც უკიდურესად სუბიექტურია ამ პროცესების და მოვლენების შეფასების დროს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მათი პროტესტის ნამდვილად არავის ეშინია, შეუძლებელია პროტესტმა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფოებრიობას და სამართალს დაუპირისპირდეს“, -აცხადებს მდინარაძე.
ცნობისთვის, ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.