მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა, საქმის აცილებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.
“არავის ზეგავლენის ქვეშ არ ექცევა სასამართლო”, – ასე მიმართა მოსამართლემ ნიკა მელიას ადვოკატებს.
ადვოკატებმა მოსამართლეს საქმის აცილების მოთხოვნით დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიმართეს, რადგან, მათი თქმით, საქმის გარემოებები ეჭქვეშ აყენებს მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
მათი განმარტებით, მოსამართლის არათუ გადაწყვეტილება იყო წინასწარ ცნობილი, არამედ მისი აღსრულებაც იყო დაწყებული, რაზეც ენმ-ს ოფისთან სპეცრაზმისა და პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაცია მიუთითებს.