„ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ბოლო 12 დღეა ვაკვირდებით და ეს არის სურვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომ რაღაცნაირად შემოიტანონ უთანხმოების ატმოსფერო. ირაკლი კობახიძეს არანაირად არ უგულისხმია, რომ ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არ შეეძლო. იქ სტიქია რა სახის იყო, თავად ირაკლი კობახიძემაც ნახა საკუთარი თვალით. ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა.
რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება. პირიქით, 210 მამაცი მოქალაქე გვყავს, ვინც სტიქიას გადაურჩა, ვინც არ ჩავარდა პანიკაში, ვინც დროულად იმოქმედა და დაეხმარნენ გვერდით მდგომებს და გადაარჩინეს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ – „სანსეტ შოვის“ პერსონალი, ვინც დამსვენებლები გამოიყვანა სამშვიდობოზე, რუსთავის სკოლის მოსწავლეები, მართალია ამ სტიქიის ზონაში არ იყვნენ, მაგრამ ამ სტიქიის გამო მოწყდნენ გარემოს და არავინ არ ჩავარდნილა პანიკაში, სიმშვიდე შეინარჩუნეს. ყველა ამ მოქალაქეს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ არ აჰყვნენ პანიკას და დაეხმარნენ ერთმანეთს.
მინდა, ხაზი გავუსვა გლოლელების სიმამაცეს, რომლებიც პირველები იყვნენ ეპიცენტრში, თუმცა მათაც დასჭირდათ გარკვეული პერიოდი, ვინაიდან ხიდი იყო მოწყვეტილი და შემოვლით იარეს. ყველა ამ ადამიანმა გამოიჩინა სიმამაცე. რა თქმა უნდა, რთულია იმ ადამიანების ემოციურ მდგომარეობაში შევიდეთ. როცა ხარ ეპიცენტრში, გარკვეული შიშის გრძნობაც არის, მაგრამ გარკვეულ მობილიზებასაც იწვევს და ამ მობილიზების მაგალითებიც ვნახეთ სხვადასხვა მოქალაქის მხრიდან, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ”
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაგანაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძისგანცხადებებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა.