გავმეორდები:

არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს

არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები

ვსაუბრობ და მომავალშიც ვესაუბრები მათ, ვინც მზადაა და გაქანება და კომპეტენცია ყოფნის, ახალი და ერთიანი, ჯანსაღი და ვალდებულებებით დაუტვირთავი გუნდის ერთად გასაკეთებლად. ვინც ასხივებს გამბედაობას – შეცვალოს და კომპეტენციას – მართოს.

ჩემს მოკავშირედ მოვიაზრებ, თუ გნებავთ, ჩემ თავს მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, ვინც თანახმაა და უნარიანია, იაროს ახალი, ეფექტური და ეფექტიანი გზებით და ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესებით, ყოველგვარი მიკერძოებების, წინასწარგანწყობების და ტრავმული მეხსიერების მიღმა.

დანარჩენი ახალზე და ერთიანობაზე უკვე თებერვალში.

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ! მრავალს დაესწარით! ყველაფერი კარგად იქნება.

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით წერს.