”არავის მიეცემა შესაძლებლობა, კანონს თავი აარიდოს”-ქრთამია აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის თანამშრომელზე საუბრისას, მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არავის მისცემენ შესაძლებლობას, კანონს თავი აარიდონ.
“მე არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ და ვიქნებით ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში. არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ კანონს თავი აარიდონ და არასწორად იმოქმედონ.კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ იყოს ყველა ძალიან ყურადღებით და ყველამ იმოქმედოს კანონის ფარგლებში”, – განაცხადა მან.