“ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც FSB-ს სახელმძღვანელოდან მოდის. ამერიკის და ევროპის სურვილია, რომ ეს ომი სწრაფად დასრულდეს. ეს ომი დაიწყო პუტინმა და მასვე შეუძლია მისი დასრულება ერთ დღეში. ამერიკა და ევროპა საქართველოს ეხმარებიან ყველანაირად, რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, რუსეთი ცდილობდა ქართული ენის განადგურებას, რუსეთმა წაბილწა თქვენი ეკლესიები, როდესაც ისინი ბოსლებად და თავლებად გამოიყენა. როდესაც საუბარია რუსეთზე ან რაიმე სახის ურთიერთობაზე მათთან, საკმარისია მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან და იქ ვნახოთ, რა ხდება. თქვენი მეგობრები არიან ამერიკა და ევროპა და ეს არის გზა, რომელსაც მოაქვს მშვიდობა სტაბილურობა და კეთილდღეობა”
განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.