არათანაბარ ფინანსურ რესურსებზე წვდომა დემოკრატიას ძირს უთხრის – ევროპარლამენტარი საპარლამენტო არჩევნებზე

“არათანაბარ ფინანსურ რესურსებზე წვდომა დემოკრატიას ძირს უთხრის”- ევროპარლამენტარი, ვიოლა ვონ კრამონი საპარლამენტო არჩევნების დროს არათანაბარ ფინანსურ რესურსებზე წვდომაზე საუბრობს.ამის შესახებ, ევროპარლამენტარი ტვიტერზე წერს.

“ყურადღებით ვაკვირდები საქართველოს პარლამენტის არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა, დასანანია, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევებს ვხედავთ. არათანაბარ ადმინისტრაციულ რესურსებზე წვდომა, კერძოდ, ფინანსურ რესურსებზე წვდომა დემოკრატიას ძირს უთხრის. მხარეებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ”, — წერს ვიოლა ვონ კრამონი.