არაკანონიკური და მკრეხელური ხატი უნდა დაიწვას! მოვითხოვ საპატრიარქოსგან გამოათრიონ მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი და საჯაროდ დაწვან! – ილია ჭიღლაძე

“არაკანონიკური და მკრეხელური ხატი უნდა დაიწვას! მოვითხოვ საპატრიარქოსგან გამოათრიონ მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი და საჯაროდ დაწვან!” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც  წმინდა მატრონას ხატს რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.

”არათუ საღებავის შესხმა, მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით არაკანონიკური და მკრეხელური ხატი უნდა დაიწვას! ამიტომ მე, როგორც მართლმადიდებელი მღვდელი, მიტროსანი დეკანოზი, ჩვენი საპატრიარქოსგან მოვითხოვ კატეგორიულად რომ ეს მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი გამოათრიონ საპატრიარქო ტაძრიდან და საჯაროდ დაწვან, თანახმად საეკლესიო წესისა!” – წერს ილია ჭიღლაძე.

ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 7 იანვარს გავრცელდა – დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.