არაკონსტიტუციურია თუ არა კომენდანტის საათი – “გირჩის” სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურობის ცნობასთან დაკავშირებით „გირჩის“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო.

სასამართლომ წარმოებაში მიიღო ამავე პარტიის სარჩელი მარნეულის ჩაკეტვის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზეც.

,,გირჩის” წევრის, ლევან ჯგერენაიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო კომენდანტის საათთან დაკავშირებულ საჩივარს დააკმაყოფილებს, ავტომატურად არაკონსტიტუციურად გამოცხადდება ყველა ის ჯარიმა, რაც კომენდანტის საათის დარღვევისთვისაა გამოწერილი.

,,საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, „გირჩი“ ვამბობდით, რომ ასეთი შეზღუდვები არის არასწორი და ის არ არის შედეგის მომტანი. როგორც სხვა შეზღუდვების შემთხვევაში, ასევე კომენდანტის საათის შემთხვევაში, არანაირი კავშირი არ არსებობს ღამით გადაადგილების აკრძალვას და ვირუსის პრევენციას შორის. თუ დააკაყოფილებს საკონსტიტუციო ამ სარჩელს, ავტომატურად ყველა ადამიანს გაუუქმდება ჯარიმა, ვისაც კომენდანტის საათის დროს გამოუწერეს ჯარიმა”, – ამბობს ჯგერენაია.

საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს მომდევნო დღეებში დანიშნავს.