„თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიცით რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამის გამოყენება.

მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო. ყველაფერი ზედმიწევნით გაკეთებულია, გარდა ამისა იყო დამატებითი მოთხოვნები და ესეც შესრულებულია. დარწმუნებული ვარ და გვჯერა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არანაირი ლოგიკა, არგუმენტი არ არსებობს იმისა თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი. შეიძლება რამე განსაკუთრებული არ იყოს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, კანდიდატის სტატუსის თემა ისეთ დონეზე აწიეს, რომ მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნა გაკეთებული, რომ სტატუსი მიიღოს ქვეყანამ“,

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა