“არანაირი თავდასხმა არანაირი ფორმით მისაღები არაა”- ასე აფასებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ივერი მელაშვილზე “ალტა ოქეიში” თავდასხმის ფაქტს. მისი თქმით, არანაირი თავდასხმა არანაირი ფორმით თანამედროვე საზოგადოებისთვის მისაღები არ არის და ამას უნდა გაემიჯნოს ყველა.
“არანაირი თავდასხმა არანაირი ფორმით არ არის მისაღები თანამედროვე საზოგადოებისთვის, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და ბუნებრივია, ამას უნდა გაემიჯნოს ყველა, ეს იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი, თუ რიგითი სხვა მოქალაქე. ყველანაირ თავდასხმას, ბუნებრივია, ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე უნდა გაემიჯნოს”, – განაცხადა მდინარაძემ.