არანაირი კავშირი არ აქვს ოცნებას მოშესთან, ეგ არის თქვენი ტყუილები – კალაძე კლუგჰაფტზე

”არანაირი კავშირი არ აქვს ოცნებას მოშესთან, ეგ არის თქვენი ტყუილები”- ქარული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერობის კანდიდატი კალაძე ტყუილს უწოდებს გავრცლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიის მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი ჩამოიყვანა.

“ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არანაირი კავშირი არ აქვს პარტია ქართულ ოცნებას მოშესთან, არ ჰყავს დაქირავებული. ეგ არის თქვენი ტყუილები და სიცრუე. ერთადერთხელ, როდესაც ჩვენ მათთან ვმუშაობდით, ეს იყო თუ არ ვცდები 2017-2018 წლები”, – ამბობს კალაძე.