“არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება. რა თქმა უნდა გამართლებულად მიმაჩნია და ველოდებით ჩვენ პროექტს საპატრიარქოსთან, რომ გარკვეული პროექტი იქნეს განხორციელებული, 9 აპრილს დაღუპულთა უკვდავსაყოფად და ზოგადად ბევრი მძიმე დღე ახსოვს ამ სივრცეს და შესაბამისად გაკეთდება პროექტი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლობლობას, რომ არ დავივიწყოთ…ეს კონსტრუქცია დარჩება, სანამ ახალი პროექტი არ განხორციელდება”
ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის წინ არსებული ჯვრის ფორმის კონსტრუქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია მოძალადე ჰომოფობიურმა დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ, 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და ჟურნალისტების ცემის შემდეგ აღმართეს.