არანაირი პარლამენტში შესვლა, ესაა პარტიის საერთო პოზიცია – ხაბეიშვილი

გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმიანება ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიც და ამბობს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

“არანაირი მეორე ტურები! არანაირი პარლამენტში შესვლა და არანაირი უკან დახევა! ბრძოლა გამარჯვებამდე. ეს არის ჩემი ინდივიდუალური და პარტიის საერთო პოზიცია.

პ.ს. ვითხოვთ განმეორებით არჩევნებს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში. თავისუფალ არჩევანს, დაცულ ხმას და თავისუფლებას ვითხოვთ!

ძალა ერთობაშია”,- წერს ლევან ხაბეიშვილი.

დღეს ენმს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ.