“არანაირი სირცხვილის კოროდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება“– ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია არ ეთანხმება ოპოზიციის გადაწყვეტილებას 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას სირცხვილის კორიდორების მოწყობის შესახებ:

“არანაირი სირცხვილის კოროდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება. ჯერ ერთი, მე პრეტენზია არა ხალხთან, თუნდაც ოცნების ამომრჩეველი იყოს, არამედ გაყალბებასთან და გამყალბებლებთან მაქვს. მეორე კიდე, ეს ოცნების ნაღმია, ადამიანების დაპირისპირების, რასაც ისინი არასდროს ერიდებიან, ჩვენ კი ეს სწორედ ამას არ უნდა დავესმგავსოთ!

და საერთოდ არანაირი მეორე ტური ეს არ არის, სასაცილოები არიან ოცნების კანდიდატები თავს რომ იკატუნებენ ვითომ არჩევნებში მონაწილეობენ. მარტო ხართ და სარკეში იხედეთ რამდენიც გინდათ, არ არის ეს არჩევნები“– წერს ელენე ხოშტარია ფეისბუქზე.

21 ნოემბერს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში ტარდება. ოპოზიციის მეორე ტურში გასული ყველა კანდიდატი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.