არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლიგიური ძალადობა – განაცხადა კახა კალაძემ მისი თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას.
”არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლიგიური ძალადობა, რასაც სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში, ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიებიდან, ტელეეთერებიდან, ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო, ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა.” – განაცხადა კალაძემ.